ლაგოდეხში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
წელს, პირველად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ოჯახები, შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერთჯერადად, ფინანსურ დახმარებას 300 ლარს მიიღებენ.
ლაგოდეხის მერმა, ღონისძიებაზე ახალი სოციალური პროგრამა წარადგინა და მიწვეულ სტუმრებს საჩუქრები გადასცა.