14 აგვისტო 2026,   16:24
ვრცლად
შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან - მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვა

შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან - ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პროგრამა მინიმუმია ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე.

მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს წევრი 57 და პარტნიორი 11 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე ხვალ წარდგება. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები და უსამართლო მიდგომები რომლებიც ქვეყნის მიმართ ევროპულმა სტრუქტურებმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა თბილისში ვიზიტისას გამოავლინეს, - ამ და სხვა თემებზე მაკა ბოჭორიშვილი არა მხოლოდ სიტყვით გამოსვლის დროს, არამედ კოლეგა მინისტრებთან დაგეგმილი შეხვედრების დროსაც ისაუბრებს.

"ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციის საკითხო სწორედ ამ ორგანიზაციის დღის წესრიგში აქტიურად დგას და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მინისტერიალის ფარგლებში მოხდება ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. ეს იქნება მთავარი საკითხი ჩემს მიმართვაშიც, რომ ეუთოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იდგეს მაღალ დონეზე. ჩვენ ვნახეთ მცდელობები, რომ გარკვეულწილად ორგანიზაციის ფოკუსი გადატანილი იყოს სხვა საკითხებზე. ვუმასპინძლეთ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანას თბილისში, სადაც ყველამ ვნახეთ, როგორ განვითარდა თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. სავარაუდოდ, ასეთი მცდელობები გაგრძელდება ამ ორგანიზაციის ფარგლებში, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ის მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, იყოს სწორად გაჟღერებული," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები