15 აგვისტო 2026,   02:49
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ჰიბრიდული ომის ტაქტიკაა და იარაღად არის გამოყენებული BBC-ის სიუჟეტი. სასარგებლო პროცესიც არის, რადგან ბოლომდე იშიფრება ყველა, აგენტიც და დავალებების მიმცემებიც

"ბიბისის" ერთ სიუჟეტზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რაც გამოჩნდა ამის შემდეგ, დავინახეთ სქემა, როგორ ორკესტრირდება ცრუ ნარატივების გავრცელება", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ბიბისის" მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლომდე იშიფირება ყველა - აგენტიც და მისთვის დავალებების მიმცემებიც და ამიტომ
ეს სასარგებლო პროცესია.

"ვხედავთ, ერთი მხრივ გარე დავალებების მიმცემები და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები, როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივის გასავრცელებლად. ეს საერთო ჯამში სასარგებლო პროცესიც არის, რადგან ბოლომდე იშიფირება ყველა – აგენტიც და მისთვის დავალებების მიმცემებიც. დღეს ეს დავინახეთ ზუსტად, სახელებით, გვარებით და სახეებით ვიხილეთ, ვინ არიან ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ. მეორე მხრივ, ამან აჩვენა, რომ ეს არის ჰიბრიდული ტაქტიკები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის ეს სიუჟეტი და სიყალბე სწორედ ამას ემსახურება. ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რომლის იარაღად არის გამოყენებული სიუჟეტი, თუმცა დამკვეთები და მათი მიზნები კარგად გამოჩნდა იმ გამოხმაურებებით და ვითარებით, რომელიც ვიხილეთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები