10 აგვისტო 2026,   21:00
ვრცლად
"სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომელიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს" - შსს-ს მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომელიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომსახურების სააგენტო, ოფიციალური Facebook გვერდის და Youtube არხის გარდა, არ ფლობს სხვა სოციალურ პლატფორმებს და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სააგენტოს სახელით სხვადასხვა გვერდსა და პლატფორმაზე ვრცელდება, შესაძლოა იყოს არასწორი და საჭიროებდეს გადამოწმებას სააგენტოს ოფიციალურ არხებზე", - აღნიშნულია გავრელებულ განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალური არხები:

Youtube

Facebook

ვებგვერდი

დღის ამბები