03 აგვისტო 2026,   19:59
ვრცლად
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე იმერეთისა და აჭარის რეგიონებში მდებარე კოლეჯებში მიმდინარე სასწავლო პროცესს და ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობას ადგილზე გაეცნო

იმერეთისა და აჭარის რეგიონებში მდებარე კოლეჯებში - "იბერიას"-ა "ბლექსიში" მიმდინარე სასწავლო პროცესს განათლების მინისტრი გაეცნო. გივი მიქანაძემ კოლეჯების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ინფორმაცია მიიღო სასწავლებლების წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

მინისტრი კოლეჯ "ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობასაც გაეცნო. პროექტი 560 სტუდენტზე გათვლილ სამსართულიანი შენობისა და 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ითვალისწინებს.

ქუთაისისა და ბათუმის კოლეჯები მსურველებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობენ.

დღის ამბები