15 აგვისტო 2026,   06:07
ვრცლად
უკრაინული დელეგაცია დღის ბოლომდე შტატებში ჩავა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს

შვეიცარიის შემდეგ, ამერიკა. უკრაინული დელეგაცია, დღის ბოლომდე შტატებში ჩავა. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს.

"ამერიკული მხარე კონსტრუქციულობას იჩენს, და სრულიად რეალურია უახლოეს დღეებში ნაბიჯების ბოლომდე შემუშავება, რათა განვსაზღვროთ, ღირსეულად როგორ დავასრულოთ ომი" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

"დიალოგი ჟენევიდან პუნქტების საფუძველზე გაგრძელდება. დიპლომატია აქტიურად რჩება. ამერიკული მხარე კონსტრუქტიულობას იჩენს და სრულიად რეალურია უახლოეს დღეებში ნაბიჯების ბოლომდე შემუშავება, რათა განვსაზღვროთ, ღირსეულად როგორ დავასრულოთ ომი. უკრაინულ დელეგაციას საჭირო დირექტივები გააჩნია და მათგან მკაფიო უკრაინულ პრიორიტებებთან შესაბამის მუშაობას მოველი", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები