22 აგვისტო 2026,   02:59
ვრცლად
ევროპის სახელს ამოფარებული სიძულვილის არდაგმობა, წარმოშობს პროევროპულ ძალადობას, ბრიუსელისგან დაგმობას ამ ჯერზეც არ უნდა ველოდოთ - შალვა პაპუაშვილი

ევროპის სახელს ამოფარებული სიძულვილის არდაგმობა, წარმოშობს პროევროპულ ძალადობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

მისივე თქმით, ბრიუსელისგან ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედების დაგმობას ამჯერადაც არ უნდა ველოდოთ.

"ევროპის სახელს ამოფარებული სიძულვილის არ დაგმობა, წარმოშობს პროევროპულ ძალადობას. ევროპის სახელს ამოფარებული ძალადობის არ დაგმობა, წარმოშობს პროევროპულ ექსტრემიზმს. ევროპის სახელს ამოფარებული ექსტრემიზმის არდაგმობა, წარმოშობს პროევროპულ ტერორიზმს. ბრიუსელმა ეს გზა იმდენად სწრაფად გაიარა, რომ დაგმობას, ამ ჯერზეც, არ უნდა ველოდოთ", – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია კოალიცია "ძლიერი საქართველო – ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც დღეს, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ალეკო ელისაშვილი ნანობს, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, ქმედება კი პროტესტის გააზრებული ფორმა იყო.

დღის ამბები