ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა იმართება თბილისში - "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სტუმრებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ და შეიძინონ ადგილობრივი და უცხოური ნივთები, ხელნაკეთი ნიმუშები და სადღესასწაულო თემატიკის პროდუქტი.