19 ივნისი 2026,   00:33
ვრცლად
მოხუცებულთა თავშესაფრიდან გაქცეულ მონაზვნებს მონასტერში დარჩენა შეეძლებათ, თუ ისინი სოციალურ ქსელში გამოჩენას შეწყვეტენ 

სამ 80 წელს გადაცილებულ ავსტრიელ მონაზონს, რომლებიც მოხუცებულთა თავშესაფრიდან გაიქცნენ იმ საბაბით, რომ ისევ საკუთარ მონასტერში დაბრუნება სურდათ, სადაც უკანასკნელი ღვთისმსახურები იყვნენ, ეკლესიის ხელმძღვანელობამ მონასტერში დაბრუნების უფლება ერთი ულტიმატუმის სანაცვლოდ შესთავაზა - მონაზვნებმა სოციალურ მედიაში პოსტების გამოქვეყნება უნდა შეწყვიტონ.

88 წლის და ბერნადეტი, 86 წლის და რეჯინა და 82 წლის და რიტა, ზალცბურგის მახლობლად, ელსბეტენში, კლოსტერ გოლდენშტეინის მონასტრის ბოლო მონაზვნები არიან.

მათი სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზად არიან პრინციპული შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ მათი კანონიერი მოთხოვნები და საჭიროებები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. მონაზვნები აღნიშნავენ, რომ ეკლესიის ამ შეთავაზებით ბოლომდე კმაყოფილები არ არიან და წაყენებულ პირობას "დამახინჯებული კონტრაქტის ხასიათი" ჰქონდა.

მონაზვნები ამბობენ, რომ ისინი მონასტრიდან 2023 წლის დეკემბერში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაიყვანეს და ახლა ყოფილი სტუდენტების დახმარებით დაბრუნდნენ, რამაც ეკლესიის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია.

მონაზვნების ხელმძღვანელი, მარკუს გრასლი მათ მოხუცებულთა სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნავს, რომ მონასტერში დაბრუნების გადაწყვეტილება "სრულიად გაუგებარი" იყო.

გაქცეული მონაზვნების ისტორიამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მხარდამჭერები კი მათ საკვებით და საჭირო ნივთებით ეხმარებოდნენ, ასევე მონაზვნები საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველი ვიდეოებით აქტიურად ჩნდებოდნენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში. 

წყარო: BBC

 

დღის ამბები