23 აგვისტო 2026,   15:35
ვრცლად
ევროკავშირს გამჭვირვალობის წინააღმდეგ კი არ აქვს რამე პრეტენზია საქართველოში, ევროკავშირს პრეტენზია აქვს, რომ ამ გამჭვირვალობის კანონს "ოცნება" საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებსა და დემოკრატიულ არასამთავრობო ინსტიტუტებზე იერიშისთვის იყენებს - გიორგი შარაშიძე

ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრება და გარე ჩარევების გამო ახალი ზომების მიღება მეორე დღეა თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. უმრავლესობაში ევროპელი კოლეგების მხრიდან ორმაგ სტანდარტსა და საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაზე საუბრობენ. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ არიან და ამ მიზნით ევროკავშირშიც არაერთი კანონი მოქმედებს.

"ევროკავშირს გამჭვირვალობის წინააღმდეგ კი არ აქვს რამე პრეტენზია საქართველოში, ევროკავშირს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით აქვს, რომ ამ გამჭვირვალობის კანონს "ოცნება" საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებსა და დემოკრატიულ არასამთავრობო ინსტიტუტებზე იერიშისთვის რომ იყენებს. "ოცნებას" თუ სურს, რომ შეადაროს ვითარება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოს მაშინ ევროკავშირის სტანდარტის სასამართლო, ევროკავშირის სტანდარტის დემოკრატია და მერე გააკეთოს ეს შედარება", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწევს შექმნას ლობისტების რეესტრი, მათ ეკისრებათ ვალდებულება ახსნან გრანტების წარმომავლობა და დანიშნულება. ახალი წესები მიზნად ისახავს დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას.

დღის ამბები