18 აგვისტო 2026,   09:06
ვრცლად
გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ საქართველოში დიპლომატიურ მისიაში ყოფნის დროს ვენის კონვენცია არასოდეს დაურღვევია - რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა პეტერ ფიშერის ინტერვიუს

გერმანიის ელჩის განცხადება "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა. ინტერვიუში, რომელიც ამერიკულ მედიას დიპლომატმა მისცა, ელჩი ამტკიცებს, რომ მას ვენის კონვენცია საქართველოში არ დაურღვევია. თუმცა, პეტერ ფიშერი არაფერს ამბობს რიგ ქმედებებზე, რომელიც სახელისუფლებო გუნდის მტკიცებით პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონით, შავით თეთრზე გაწერილ წესებს, რომელიც ყველა დიპლომატმა უნდა დაიცვას.

ქართულ დისკუსიებში მონაწილეობა არ სურს, თუმცა ქართულ პოლიტიკაში რომ ხშირად ერევა - სწორედ ამაზე საუბრობს ახლა მმართველი გუნდი. ჯერ კიდევ აგვისტოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უცხოელ დიპლომატს მოუწოდებდა თავი შეეკავებინა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან. კერძოდ, "ქართულ ოცნებაში" კითხვებს, რომელსაც პასუხი ამდენი ხნის შემდეგაც არ გასცემია, პეტერ ფიშერის საეჭვო ქმედებები აჩენდა - ბინის ქირაობა ფარულად ოპოზიციის ლიდერისგან. საპროტესტო აქციების მხარდაჭერა, რომელსაც ასევე ოპოზიცია აორგანიზებდა. პირდაპირ ჩართვა ამავე ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში და დუმილი ძალადობრივ ქმედებებსა და ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე.

გერმანიის ელჩის ქმედებებში სადავოს ვერაფერს ხედავს ქართული ოპოზიცია. მეტიც, ხაზარაძე-ჯაფარიძის "ლელოში" შეკითხვის საპასუხოდ იმასაც ამბობენ, რომ ქართველი ხალხი გერმანიის ელჩის მადლიერი უნდა იყოს.

ის, რაც ქართულ ოპოზიციას არ აკვირვებს და რაზეც თავად გერმანიის ელჩი საქართველოში პასუხს არ სცემს - დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 1961 წელს, ვენის კონვენციაში ჩაიწერა. დოკუმენტისთვის გვერდის ავლის უფლება არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენელს სხვა ქვეყანაში არ აქვს.

და მაინც, რას ამბობს ვენის კონვენცია?

სწორედ ამ მუხლებზე დაყრდნობით, საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ფიშერის თავის მართლება მხოლოდ თავის მართლებაა და სხვა არაფერი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანელი დიპლომატი კონკრეტულ კითხვებს მკაფიო პასუხს გასცემდა. და რადგან, მეორე მხრიდან არგუმენტირებული პასუხი არ არსებობს, ელჩს საქართველოში ამავე ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ახსენებენ, რას ნიშნავს კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვა.

პეტერ ფიშერი დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში 2022 წლის აგვისტოში შეუდგა. მას შემდეგ მის მიმართ არაერთი პრეტენზია გაჟღერდა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით. მოგვიანებით კითხვები გაჩნდა გერმანიაშიც, ელჩი კონსულტაციებზეც გაიწვიეს, რასაც ოფიციალური ბერლინის პირობა მოჰყვა, რომ დიპლომატი ვენის კონვენციას აღარ დაარღვევდა, თუმცა თბილისში დაბრუნების შემდეგ მალევე, პეტერ ფიშერი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა.

დღის ამბები