15 აგვისტო 2026,   04:47
ვრცლად
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ზურაბ ჯაფარიძისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების შეთავაზება წარმოადგენს დეზინფორმაციას - პენიტენციური სამსახური

იუსტიციის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ციხის დატოვება შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

უწყება განმარტავს, რომ დადგენილი პროცედურის თანახმად, მასთან სოციალური მუშაკი შევიდა და კანონის შესაბამისად დროებით ვადამდე გათავისუფლების კომისიაზე წარსადგენად წერილის დაწერა შესთავაზა, რომელსაც შემდეგ კომისია განიხილავს.

პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ციხის დატოვება ჯაფარიძისთვის არავის შეუთავაზებია.

"გასაუბრების შედეგად შედგენილ იქნა ოქმი, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ უარი განაცხადა მისი დახასიათების საბჭოსათვის გადაგზავნის თაობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და საკითხის განხილვა არ არის დამოკიდებული მსჯავრდებულის სურვილზე. გადაწყვეტილება მიიღება პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ, კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ზურაბ ჯაფარიძისთვის ან რომელიმე სხვა მსჯავრდებულისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების შეთავაზებას, აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას," - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ჯაფარიძის დაპატიმრებიდან 6 თვეა გასული, ვადის ბოლომდე ერთი თვე რჩება.

დღის ამბები