რუსთავის საკრებულომ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი პირველივე მოსმენით მიიღო.
პროექტი საკრებულოს ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა. საწყისი პარამეტრები 172 მილიონზე მეტია.
პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამები.
"2026 წელს ჩვენი ქალაქი გაზრდილი ბიუჯეტით ხვდება და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ქალაქის განვითარებისთვის ახალი პროექტების განსახორციელებლად მერიის გუნდი მზად ვართ,"- აცხადებს ნინო ლაცაბიძე.