სამშვიდობო გეგმა, რომელიც დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულებისთვის დაამტკიცა, თეთრი სახლის განცხადებით, კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარისთვის კარგია. განცხადება სახლის პრესსპიკერმა გააკეთა.
შემუშავებული სამშვიდობო დოკუმენტის მიხედვით, ამერიკა უკრაინას ტერიტორიების დათმობას სთხოვს, სანაცვლოდ, კიევს და ევროპას უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდებიან.
კიევისთვის წაყენებულ პირობებს შორისაა დონეცკის ოლქის დათმობა, მათ შორის უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიების; ამერიკის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთის ტერიტორიად აღიარება და ზაპოროჟიეში და ხერსონში ფრონტის ხაზის გაყინვა; დონეცკისა და ლუგანსკის დემილიტარიზებულ ტერიტორიად ქცევა. ასევე უკრაინული არმიის განახევრება, კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შეზღუდვა და უკრაინაში რუსული ენის სახელმწიფო ენად აღიარება.
"ფაინენშელ თაიმსი" წერს, რომ უკრაინა გეგმას 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს, თეთრი სახლი კი ამ მიზნით უკრაინაზე ინტენსიური ზეწოლას ახორციელებს. ვაშინგტონიდან გეგმის მიღებას ადასტურებენ კიევში. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საკითხზე ტრამპთან საუბარს ელოდება.