პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, ოთხშაბათს, სეიმში გამოსვლისას, ხაზი გაუსვა პოლონეთის ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობას.
"ბუნებრივია, ევროკავშირი, ისევე როგორც ყველა ადამიანი, არასრულყოფილია", - დასძინა მან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ასეთი კრიტიკა ორი ფორმით ვლინდება.
"ერთი, რომელიც კრიტიკის ობიექტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და მეორე, რომელიც მის დისკრედიტაციას და განადგურებას ისახავს მიზნად", - განმარტა მან.
"მე მხარს ვუჭერ პირველი ტიპის კრიტიკას და გადაწყვეტილებების შეთავაზებასაც კი. თუმცა, იმის მინიშნებით, რომ ევროპული ინტეგრაცია პოლონეთის წინააღმდეგ შეთქმულებაა, თქვენ არც ევროკავშირს ეხმარებით და არც პოლონეთს. თქვენ ამზადებთ ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ნიადაგს ევროკავშირიდან გასვლისთვის, პოლექსიტისთვის", - მიმართა მან პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის და პარლამენტის მემარჯვენე წევრებს.