თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აღინიშნა თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ჩამოყალიბების 10 წლისთავი.
ეს დღე, გაეროს ინიციატივით, 16 ნოემბერს 1996 წლიდან აღინიშნება. ღონისძიებას საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, ასევე, სხვადასხვა თემის წარმომადგენლები და სტუმრები ესწრებოდნენ.