19 ივნისი 2026,   00:29
ვრცლად
ყველაზე უარესი ეჭვები დადასტურდა, ვარშავა-ლუბლინის ხაზზე საბოტაჟის აქტი მოხდა - დონალდ ტუსკი

ყველაზე უარესი ეჭვები დადასტურდა. საბოტაჟის აქტი მოხდა ვარშავა-ლუბლინის ხაზზე - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. როგორც დონალდ ტუსკი წერს, ლიანდაგზე დამონტაჟებული მოწყობილობა აფეთქდა. აღნიშნული მონაკვეთი პოლონეთის და უკრაინის დამაკავშირებელი მთავარი სარკინიგზო მაგისტრალია.

ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი, მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონეთის ტერიტორიაზე რკინიგზის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენების პირველი შემთხვევაა.

დღის ამბები