ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელსა და სამუსიკო სკოლაში მასტერკლასები ჩაატარეს. მასტერკლასები ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლისა და სკოლების აღსაზრდელებმა მიიღეს.
ხვალ ქუთაისში მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გალაკონცერტი გაიმართება. შესრულდება ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.