15 აგვისტო 2026,   00:24
ვრცლად
დავით მათიკაშვილი "იგლ ჰილსზე": მათ, ვინც წარმოიწყო ეს ტყუილების კამპანია, არ სურს ჩვენი ქვეყნის წინსვლა, რადგან, მყარი ეკონომიკის პირობებში, არის მყარი სუვერენიტეტი... სწორედ ეს არ სურს აგენტურას

უპრეცედენტო პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. დეპუტატები აცხადებენ, რომ "იგლ ჰილსის" რამდენიმემილიარდიანი ინიციატივა პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და შესაბამისად - მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია ეკონომიკის ჩამოქცევა და სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ აღნიშნულ ინვესტიციას.

"სახელმწიფო არის სრულიად პასუხისმგებელი იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაზე, რომელსაც ესოდენ დიდი ფაქტობრივი და პრაქტიკული დანიშნულება აქვს ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის. ამავდროულად, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციაში პირდაპირ შევიტანეთ, რომ ქართული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწა არ გასხვისდება უცხოეთზე. ვისმენთ ტყუილების კასკადს, რომ თითქოს მიწა გადადიოდა უცხოელების ხელში. ჩვენი ქვეყანა იღებს უდიდეს ეკონომიკურ სარგებელს [და არასებობს] ნულოვანი რისკი, რომელზეც ასე უსვამენ ხაზს მავნებლები, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შეფერხების მსურველები, აგენტურა და მათზე აყოლილი, შეცდომაში შეყვანილი ადამიანები. ყველა ამ ფაქტორს მკაფიო წერტილი დაესვა. რატომ არ უნდათ ამ პროექტის განხორციელება? იმიტომ, რომ მათ, ვინც წარმოიწყო ეს კამპანია, არ სურს ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება, რამეთუ, მყარი ეკონომიკის პირობებში, რა თქმა უნდა, არის მყარი სუვერენიტეტი. სწორედ ეს არ სურს აგენტურას და ყველანაირად ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, მაგრამ საზოგადოება შეცდომაში არ შევა. მას აქვს მკაფიო პასუხები ყველა კითხვაზე" - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

 

დღის ამბები