სომხეთის ქალაქ იჯევანის ოფიციალური დელეგაცია რუსთავს ესტუმრა.
დამეგობრებული ქალაქის მერს და იჯევანის მერიის სხვა წარმომადგენლებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა რეხვიაშვილი, მერის მოადგილეები და რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრაზე რუსთავსა და იჯევანს შორის ტურიზმის, სპორტის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.