დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უახლოეს მომავალში "ჰამასის" წარმომადგენელთან, ხალილ ალ-ჰაიასთან შეხვედრას გეგმავს. უიტკოფის და ალ-ჰაიას შეხვედრის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, ძირითადად, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვას აპირებს. ეს სტივ უიტკოფის მეორე შეხვედრა იქნება ხალილ ალ-ჰაიასთან. მანამდე ისინი ერთმანეთს ოქტომბერში შეხვდნენ.