10 აგვისტო 2026,   10:35
ვრცლად
ვილი სანიოლი: სექტემბრისა და ოქტომბრის შეკრებისგან განსხვავებით, ახლა გუნდში გაცილებით კარგი განწყობაა. ჩვენი მიზანი დიდი ემოციებითა და დიდი ამბიციებით თამაშია

15 ნოემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ესპანეთთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ნაკრების დებიუტანტ იური ტაბატაძესთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.

"სექტემბრისა და ოქტომბრის შეკრებისგან განსხვავებით, ახლა გუნდში გაცილებით კარგი განწყობაა. ვისაუბრეთ ხარვეზებსა და ფეხბურთელებისგან დადებითი ენერგია ვიგრძენი. ჩვენი მიზანი დიდი ემოციებითა და დიდი ამბიციებით თამაშია. საამისოდ კი ქომაგების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ექნება", - აღნიშნა სანიოლიმ.

 

დღის ამბები