15 აგვისტო 2026,   00:24
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

"მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შევხვდი. ჩვენ განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო მეტად დაკავშირებული სამხრეთ კავკასიის შესახებ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები