19 ივნისი 2026,   11:36
ვრცლად
სკანდალი უკრაინაში - გაშიფრულ კორუფციულ სქემას ევროპიდან კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა

ჯერ კიდევ 4 თვის წინ, 23 ივლისს უკრაინელები ვოლოდიმირ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ომში მყოფ ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიურო უნდა გაუქმებულიყო.

უკრაინის პრეზიდენტი შეეცადა ორგანო პროკურატურისთვის დაექვემდებარებინა, თუმცა გადაწყვეტილება სისრულეში ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკის გამო ვერ მოიყვანა. ოპოზიციონერი ლიდერები პრეზიდენტის ამ ინიციატივის მიღმა, კორუფციის დამალვის მცდელობას ხედავდნენ, რასაც თავად მმართველი გუნდი უარყოფდა. თუმცა ამაოდ, უკვე ცნობილია რომ უმაღლეს რადაში თავმჯდომარის მიერ განსახილველ საკითხებთან ერთად, მაგიდაზე ახლა ორი უმაღლესი თანამდებობის პირის გადაყენების საქმეც დევს. იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების მოხსნის გადაწყვეტილება ზელენსკიმ მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია გამოავლინა. მიმდინარე გამოძიებაზე თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა.

გაშიფრულ კორუფციულ სქემას მოჰყვა კრიტიკა და შეშფოთება ევროპიდან. გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააგრძელოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რეფორმების განხორციელება.

გაბრაზებას ვერ მალავენ ევროპის კონსერვატორთა ფლანგშიც. დღეს განცხადება უნგრეთის პრემიერ მინისტრმა-გაავრცელა. ვიქტორ ორბანმა გამჟღავნებულ კორუფციულ ქსელს "ოქროს ქოთანი" უწოდა. ხოლო სქემაში ჩართული პირები "ომის მაფიად" მოიხსენია.

უკრაინაში, ფულის გათეთრებისა და კორუფციული ქმედებების ჩადენის საქმეზე ბრალი სულ 7 პირს წარუდგინეს, მათ შორის არიან ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი და კომპანია ენერგოატომის ხელმძღვანელი პირები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პასუხისგებაშია მიცემული 5 პირი.

დღის ამბები