კომუნიკაციების კომისიაში რადიო მაუწყებლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. წარადგინეს კერძო რადიოების ლიცენზირების პროცესის გამარტივებისათვის com-com-ის ინიციატივა.
სიახლის მიხედვით, მაუწყებლობის ზონების რაოდენობა 15-დან 28-მდე გაიზრდება, რაც თითოეული ზონის ტერიტორიას შეამცირებს. ამასთან, რადიო მაუწყებლებს მიეცემათ საშუალება, გადამცემების შეძენისა და განთავსების ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიონ.
ცვლილება მაუწყებლებისთვის მეტად მოქნილ პირობებს შექმნის და საინვესტიციო ხარჯების დაზოგვას შეუწყობს ხელს.