15 აგვისტო 2026,   06:07
ვრცლად
გიორგი გამსახურდია ჰერჩინსკის განცხადებაზე: გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ დამკვეთებმა

გიორგი გამსახურდია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გზაზე უკრაინაც და მოლდოვაც, საქართველოზე გაცილებით წინ არიან. როგორც გამსახურდია X-ზე წერს, ელჩის განცხადება საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა და მიუხედავად იმისა, რომ ჰერჩინსკიმ კარგად იცის, სიცრუეს ტირაჟირებს, მაინც ბრიუსელის ცალკეული პოლიტიკური და ლიბერალური წრეებიდან მიღებულ დავალებას ახმოვანებს.

"ეს არის თვალში ნაცრის შეყრა, ქართულ საზოგადოებაზე და მთლიანად სამყაროზე. ძალიან კარგად იცის ბატონმა ელჩმა, რომ სიცრუეს ტირაჟირებს, მაგრამ რა დავალებაც აქვს ბრიუსელის ცალკეული პოლიტიკური, ლიბერალური წრეებიდან, იმას ახმოვანებს. გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმა ჰერჩინსკიმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ ბატონ ელჩს დამკვეთებმა", - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

დღის ამბები