თანამედროვე ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ვიზუალურ ესთეტიკას არ ეყრდნობა - ის არის ემოცია, ფუნქციურობა და ჰარმონია. როგორც ინტერიერის დიზაინერი ანა ჯიქია აღნიშნავს, ყოველი პროექტი იწყება ადამიანის განცდების გათვალისწინებით: "აბაზანა, სამზარეულო თუ მისაღები ოთახი - ეს უბრალოდ სივრცე არ არის, ეს არის ყოველდღიური ცხოვრების განწყობა".
დღეს აბაზანა აღიქმება როგორც პირადი სივრცე, სადაც ადამიანი ისვენებს და ენერგიას ივსებს. მისი დიზაინი ეფუძნება ბუნებრივ მასალებს, სინათლესა და ფერების ბალანსს. თბილი თეთრი ტონალობები, ქვის ბუნებრივი ტექსტურები და რბილი განათება ქმნის სუფთა და ელეგანტურ ატმოსფეროს.
პატარა აბაზანებში პრიორიტეტულია სივრცის რაციონალური გამოყენება - ღია ფერები, დიდი სარკე და გამჭვირვალე შუშის შხაპის კაბინა ვიზუალურად აძლიერებს მოცულობას. დიდ აბაზანებში კი კონტრასტების გამოყენება (მაგალითად, ხის და ქვის კომბინაცია) უზრუნველყოფს ელეგანტურ და დაბალანსებულ შედეგს.
მცენარეები, ტექსტურები და დეტალები - ეს მცირე ელემენტებია, რომლებიც აბაზანას ინდივიდუალურ ხასიათს სძენს. როგორც ანა ამბობს, „მინიმალიზმი და სისუფთავე ქმნის სიმშვიდის განცდას – ზედმეტი არაფერია, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილასაა.“
სამზარეულოს დიზაინი – კომფორტი და ფუნქციურობა
სამზარეულოს დიზაინი იწყება სწორი დაგეგმვით. ერგონომიული მიდგომა, ე.წ. "სამზარეულოს სამკუთხედის" პრინციპი (ნიჟარა-მაცივარი-ქურა), უზრუნველყოფს მარტივ გადაადგილებას და კომფორტს. განათება აქაც გადამწყვეტია - ბუნებრივი შუქი და თბილი ხელოვნური განათება ქმნის მყუდრო და ფუნქციურ ატმოსფეროს.
თანამედროვე სამზარეულოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენახვის ჭკვიანურ სისტემებს: დამალული თაროებიდა მრავალფუნქციური კუნძულები სივრცეს უფრო მოწესრიგებულსა და პრაქტიკულს ხდის. სამზარეულოს კუნძული ხშირად ერთდროულად სამუშაო ზონა, საუზმის მაგიდა და კომუნიკაციის ადგილი ხდება.
"სამზარეულო აღარ არის მხოლოდ საჭმლის მოსამზადებელი ადგილი - ის სოციალური სივრცეა, სადაც ფორმა და ფუნქცია ერთმანეთს უნდა დაუმეგობრდეს", - ამბობს ანა ჯიქია. მისი მიდგომაა ბუნებრივი მასალების გამოყენება - ხის, ქვისა და მარმარილოს კომბინაცია სივრცეს სითბოსა და ხასიათს ჰმატებს.
ანდიზაინ სტუდიო - ინტერიერის ხელოვნება ქართულად
6 წლის წინ ინტერიერის დიზაინერმა ანა ჯიქიამ დააარსა საკუთარი კომპანია - Andesign Studio, რომელიც უკვე 240-ზე მეტ დასრულებულ პროექტს და 400-ზე მეტ კმაყოფილ კლიენტს ითვლის. მისი მიზანი იყო შეექმნა სივრცე, სადაც შეძლებდა კონტროლის შენარჩუნებას როგორც ესთეტიკაზე, ისე შესრულების ხარისხზე.
"ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ფერები და ავეჯი არ არის - ეს არის ტექნიკური და სტრატეგიული პროცესი, სადაც ყოველი დეტალი, განათებიდან საინჟინრო კომუნიკაციებამდე, ზუსტად უნდა იყოს გათვლილი", - აღნიშნავს დიზაინერი.
მისი თქმით, დიზაინი იწყება მოსმენით, არა რენდერით. მთავარი ამოცანაა კლიენტის ცხოვრების წესის და საჭიროებების გააზრება, რათა შედეგი იყოს ინდივიდუალური და კომფორტული. ხანდახან კლიენტები მოდიან Pinterest-ის ფოტოებით, მაგრამ ანა მათ ახალ ხედვებს სთავაზობს და უკეთეს გადაწყვეტილებებს აჩვენებს, რაც საბოლოოდ ბევრად უფრო საინტერესო შედეგს ქმნის.
ანა ხშირად აწყდება რთულ პროექტებს - მცირე სივრცე, არასწორი კომუნიკაციები ან რთული გეგმარება. მაგრამ სწორედ ასეთ დროს ჩნდება ნამდვილი პროფესიონალიზმი: "კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე", - ამბობს ის.
მისი სტილი მოქნილია - არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ მიმართულებას. დიზაინერი ყოველთვის ერგება სივრცეს, კლიენტის ხასიათს და მიზანს. მისი სიტყვებით, "მომწონს დიზაინი, სადაც სიმშვიდე და ბუნებრივობა იგრძნობა - ნათელი ხაზები, სწორი განათება და დეტალები, რომლებიც არ ხმაურობენ, მაგრამ სრულყოფილებას ქმნიან".
საკუთარ სახლშიც ანა განსაკუთრებულად ზრუნავს სამუშაო ზონაზე - იქ, სადაც იბადება იდეები და იწყება ყოველი ახალი პროექტი. სწორედ ამ სივრციდან იღებს ენერგიას, რომელიც შემდეგ უკვე სრულფასოვან ინტერიერებად იქცევა.
ინტერიერის დიზაინი საქართველოში სწრაფად ვითარდება და ანა ჯიქიას მსგავს ინტერიერის დიზაინერებთან ერთად ახალ დონეს აღწევს. მისი ხედვა აერთიანებს ემოციას, ფუნქციურობასა და ესთეტიკას - ქმნის სივრცეებს, სადაც ადამიანი თავს თავისუფლად, კომფორტულად და ბუნებრივად გრძნობს.
(R)