19 ივნისი 2026,   15:05
ვრცლად
სლოვაკეთში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა - დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი

სარკინიგზო ავარია სლოვაკეთში - გვიან ღამით ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. კლინიკაში მოთავსებული მგზავრებიდან 9-ის მდგომარეობა მძიმედ ითვლება.

შემთხვევა დედაქალაქ ბრატისლავას და პეზინოკს შორის მონაკვეთზე მოხდა. ავარიის მიზეზებზე გამოძიება მუშაობს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს სლოვაკეთში მომხდარი უკვე მეორე სარკინიგზო ავარიაა.

დღის ამბები