15 აგვისტო 2026,   02:03
ვრცლად
მეუფე შიო - ჩვენ რომ სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ

სენაკის მუნიციპალიტეტში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი აკურთხეს. სოფელ ისულაში ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. ტაძრის კურთხევის შემდეგ საკვირაო ლიტურგია აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა.

"ყოველი საცდური, ეს იქნება გონებით, ჩვენს აზრებსა თუ გრძნობებში, ეშმაკის ჩაგონებით მოდის და როდესაც დავძლევთ ამ საცდურებს, ძვირფასო ძმებო და დებო, ამით ვარცხვენთ ეშმაკებს, მათ ყოველთვის დაუცხრომლად უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ამ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ," - აღნიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

დღის ამბები