კახეთში თემატური ახალგაზრდული ბანაკი განახლდა. თემაზე - "განათლების პოლიტიკა" შეკრებილებს ახალგაზრდობის სააგენტოს წევრებმა მიმართეს.
მომხსენებლებმა ახალგაზრდობის სააგენტოს, პროფესიული განათლების, მეცნიერებისა და განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრეს. დაისვა შეკითხვები.
ახალგაზრდების ინტერესებიდან გამომდინარე, თემატური ბანაკი წელს მეორედ ტარდება და 500-მდე სტუდენტს უმასპინძლებს. ბანაკში მონაწილეთა შერჩევა ღია კონკურსის გზით ხორციელდება.