19 ივნისი 2026,   18:53
ვრცლად
ძლიერი შტორმი ესპანეთის კუნძულზე - დაღუპულია 3 ადამიანი

ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს

სამაშველო ვერტმფრენმა კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ლა გუანჩას სანაპიროზე წყალში ჩავარდნილ ერთ-ერთ მამაკაცს მიაკვლია და საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 დაშავებულიდან სამი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს.

დღის ამბები