19 ივნისი 2026,   18:56
ვრცლად
რუმინეთში, სახელმწიფო მოხელის, პოლიციელისა და პედაგოგის შეურაცხყოფა დასჯადი იქნება - მთავრობის მხარდაჭერით ახალი კანონპროექტი მომზადდა

რუმინეთში მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოხელის, პოლიციელისა და პედაგოგის შეურაცხყოფა დასჯადი იქნება.

კანონპროექტით, აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისთვის 4 ათასი ევროს ჯარიმაა გათვალისწინებული.

კანონის გამკაცრების აუცილებლობა ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის მაჩვენებლის ზრდამ გამოიწვია.

დღის ამბები