კასპის, გორისა და ხაშურის ნაგავსაყრელი "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" ხელმძღვანელმა დაათვალიერა. მიხეილ გოგოლიძე გაესაუბრა ნაგავსაყრელზე მომუშავე თანამშრომლებსაც.
შეხვედრის დროს ითქვა, რომ დაწყებულია მუშაობა სამოქმედო გეგმაზე და უახლოეს მომავალში, დაგეგმილია ნარჩენების განთავსების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა.