22 აგვისტო 2026,   03:27
ვრცლად
მიმდინარეობს მკაფიო პროცესი ამ პროექტის დისკრედიტაციის - ლევან მახაშვილი არაბული ინვესტიციის კრიტიკაზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან "ემაარ ჯგუფის" პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობს.

მახაშვილის განმარტებით, ამჯერად ისინი დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვენ, თუმცა გასაჯაროების შემდეგ სხვა მიზეზს მოიგონებენ კრიტიკისათვის.

"მიმდინარეობს მკაფიო პროცესი ამ პროექტის დისკრედიტაციის. არც დოკუმენტების გასაჯაროებაში ვხედავ მე რაიმე პრობლემას და არცერთ სხვა კომპონენტში ამ პროექტთან დაკავშირებით. უბრალოდ, მთელი ეს დრამა ემსახურება იმას, რომ მოხდეს პროექტის დისკრედიტაცია. გასაჯაროვდება დოკუმენტი და სხვა რაღაც მიზეზს მოიგონებენ. ხან არაბიზაციას დაუძახებენ, ხან ადგილის გადატვირთულობას და ა.შ. ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი მიზეზი იმისთვის, რომ მოახდინონ პროექტის დისკრედიტაცია. თუ საჭიროა, პროექტიც გასაჯაროვდება და ხელისუფლება არცერთ ნაბიჯზე უკან არ დაიხევს იმისთვის, რომ გამჭვირვალედ, სუფთად, ანგარიშვალდებულად, პასუხისმგებლობიანად მოეკიდოს ამ პროექტს, უპირველეს ყოვლისა მოსახლეობისადმი. მაგრამ, რეალური პრობლემა ის კი არ არის, რომ თურმე არაბები დაგვესხმებიან თავს, ეს არის ჩვეულებრივ მცდელობა, რომ მოახდინონ პროექტის დისკრედიტაცია", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები