არეულობაში გადაიზარდა მექსიკაში ქალაქ ურუაპანის სასტიკად მოკლული მერის დაკრძალვის ცერემონია. მოქალაქეები ოლქის მთავარ ქალაქ მორელიას სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ, გააჩინეს ხანძარი, მოხდა პოლიციელებთან შეტაკება. შეკრებილები ფედერალურ ხელისუფლებას მაფიასთან კავშირში ამხელენ.
ნარკოკარტელებთან მებრძოლი, 40 წლის კარლოს მანსო ურუაპანის ცენტრში, მიცვალებულთა დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს. არსებული საშიშროების გამო, მანსო მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლებას საკუთარი უსაფრთხოების ზომების გაძლიერება სთხოვდა.