მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია. მათივე თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება და მთავრობის პოლიტიკა ნებისმიერი კანონდამრღვევის მიმართ მკაცრი იქნება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ვერანაირი სტატუსი, თანამდებობა, ყოფილი თუ მოქმედ მოცემულობაში, ვერ იქნება ინდულგენცია იმ პირთათვის, ვინც ამ უმძიმეს დანაშაულს ჩაიდენს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
"ის ამბიციური გეგმა, რაც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, იყოს მსოფლიო წამყვან სახელმწიფოებს შორის სამეულში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა, რა თქმა უნდა, რეალიზდება. ვერანაირი სტატუსი, თანამდებობა, ყოფილი თუ მოქმედ მოცემულობაში, ვერ იქნება ინდულგენცია იმ პირთათვის, ვისაც ხელი წაუცდება და ამ უმძიმეს დანაშაულს ჩაიდენს სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფო ბუნებრივია, იქნება სამართლიანი, მაგრამ მკაცრი ყველა ასეთი შემთხვევის მიმართ,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.