"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორი კახეთის რეგიონში მდებარე ნარჩენების განთავსების ობიექტებს ეწვია.
მიხეილ გოგოლიძე საგარეჯოს, თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალურ ნაგავსაყრელებსა და ყვარელში მდებარე გადამტვირთავ სადგურზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
აღნიშნულ ნაგავსაყრელებს სამუშაო რესურსი ეწურებათ, კომპანია კი აქტიურად მუშაობს, რომ დროულად მოეწყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების განთავსების ობიექტები.