ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართული ოთხი ნავი გაანადგურეს. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. ირკვევა, რომ წყნარ ოკეანეში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა. ერთი პირი გადაარჩინა მექსიკის სამაშველო ჯგუფმა.
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ნარკოტიკებით გადაზიდვაში ჩართულ პირებზე თავდასხმები სექტემბერში წამოიწყო. ჯამში, იერიშების შედეგად, უკვე 51 ადამიანი დაიღუპა.