ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს.
უნივერსიტეტმა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის ექსპერიმენტის ლიდერს, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორს ტიციანო კამპორეზის უმასპინძლა. განიხილეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები, როგორც სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამების, ისე კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით.
მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაპროექტების ეტაპზეა. სტუდენტები იმუშავებენ მოწინავე ტექნიკურ პროექტებზე ექსპერიმენტულ და საინჟინრო გუნდებთან ერთად.