ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ. შსს კვლავ მოუწოდებს შეკრებილებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.
ცნობისთვის, ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულად აქციის 60 მონაწილე დააკავეს.