მზარეული - ბაზარზე მუდამ მოთხოვნადი პროფესია. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დახმარებით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ დაეუფლონ ამ სპეციალობას და დაიწყონ კარიერა გასტრონომიის სფეროში.
არჩევანი მრავალფეროვანია - კულინარიის გარდა, სილამაზისა და ესთეტიკის მიმართულებითაც არაერთი სტუდენტია დაინტერესებული.
სფეროს გამოცდილი პროფესიონალები რამდენიმე თვის განმავლობაში მოსწავლეებს აწვდიან, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მათ საშუალებას აძლევს პროფესიულად განვითარდნენ და წარმატებით დაიწყონ საქმიანობა.
წელიწადში ორჯერ, პროფესიულ მომზადება-გადამზადების კურსებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს. პროფესიის დაუფლების მსურველებმა უნდა მიმართონ სააგენტოს და აირჩიონო მათთვის სასურველი სფერო. სააგენტოს დირექტორმა ისაუბრა იმ გარემოზე, სადაც მოქალაქეები სხვადასხვა პროფესიას 1-დან 3 თვემდე ეუფლებიან.
საშემოდგომო სეზონზე, ჯანდაცვის სამინისტროს პროექტით უკვე სარგებლობს 1 500-ზე მეტი მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იძენენ მათთვის სასურველ პროფესიას.
სწავლება ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო კოლეჯში მიმდინარეობს.
ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება შეუძლია ყველა მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან.
არჩევანი დიდია. კურსის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი გაიცემა.
ავტორი: სიმონ შანავა