18 აგვისტო 2026,   08:29
ვრცლად
"დემონსტრანტები ხშირად გამოკითხვაზე გადაყვანის მოტივით ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადაჰყავთ სასამართლოებში ან იზოლატორებში" - ნინო ლომჯარია

რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქციის მონაწილეების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგზე ისაუბრეს.

საზოგადოებრივი პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტა" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას შიში აქვს საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ.

"დემონსტრანტები ხშირად გამოკითხვაზე გადაყვანის მოტივით, ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადაჰყავთ სასამართლოებში ან იზოლატორებში. უმეტესად, ადვოკატებს, არ აქვთ შესაძლებლობა სასამართლო განხილვამდე დაცვის ქვეშ მყოფ პირს შეხვდნენ. როგორც ამ არადემოკრატიული კანონების, ასევე მათი აღსრულების ფორმის ერთადერთი მიზეზია, ხელისუფლების შიში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ," - აცხადებს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები