15 აგვისტო 2026,   09:41
ვრცლად
"ფინანსური ფორუმის მთავარი თემაა შუა დერეფანი და როგორ შეიძლება ახალმა ფინანსურმა ტექნოლოგიებმა ითამაშონ დამატებითი კონკურენტუნარიანობის წყაროს როლი საქართველოს პოზიციების გაძლიერებაში" - ვარლამ ებანოიძე

"თბილისის ფინანსური ფორუმის მთავარი თემა არის შუა დერეფანი და როგორ შეიძლება ახალმა ფინანსურმა ტექნოლოგიებმა ითამაშონ დამატებითი კონკურენტუნარიანობის წყაროს როლი საქართველოს პოზიციების გაძლიერებაში შუა დერეფანში," - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვარლამ ებანოიძემ ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, შუა დერეფანს აქვს კონკურენტული დერეფნები ჩრდილოეთის სახით და ასევე სამხრეთის დერეფანი. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციების გაძლიერება როგორც რეალურ ეკონომიკაში ვაჭრობის თვალსაზრისით ლოჯისტიკური ჰაბის, ასევე ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური ტექნოლოგიების სახით ახალი ბიძგის მიცემა“, - აცხადებს ვარლამ ებანოიძე.

დღის ამბები