15 აგვისტო 2026,   09:34
ვრცლად
Eagle Hills-ის 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია - რა კრიტერიუმებით შეარჩია არაბმა ინვესტორმა საქართველო და კიდევ რის აშენებას აპირებს ის საქართველოში

ზღვის სანაპიროზე, 260 ჰექტარზე გაშლილი კეთილმოწყობილი სივრცე - იახტ კლუბი, ბრენდირებული რეზიდენციები, სასტუმროები, კომერციული ფართები, რეკრეაციული პარკები. პროექტი, რომელიც აძლიერებს რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობას და ხელს უწყობს ბათუმის იახტ ჰაბად ჩამოყალიბებას. Gonio yachts/marina ერთ-ერთია იმ მეგაპროექტებში, რომლებსაც მრავალფუნქციური დანიშნულების ურბანული დეველოპერი "იგლ ჰილსი" განახორციელებს. საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი უცხოური ინვესტიციის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას ყველა დაინტერესებული პირი დღეიდან, "იგლ ჰილსის" საქართველოს ოფისში შეძლებს. საპრეზენტაციო ცენტრი პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა და Eagle Hills Properties-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა გახსნეს.

საქართველოში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა უპრეცედენტოა - ექვს ნახევარი მილიარდი დოლარი. თუმცა "ემაარ" ჯგუფის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ინვესტიციის არაპირდაპირი ეფექტის გზით, გაცილებით მეტის, მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის გენერირება მოხდება. მოჰამედ ალაბარის თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით, გასაოცარ შედეგებს აღწევს.

არაბული ინვესტიციით კიდევ ერთი მსხვილი პროექტი თბილისში განხორციელდება. 600 ჰექტარ ფართობზე - საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსები, სასტუმროები და რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა. ამბიციური მიზანი - არქიტექტურისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობით, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაა.

6.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციით, საქართველოში განსახორციელებელი ორივე პროექტი ხელს შეუწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად 350,000-ზე მეტი ვიზიტორის მოზიდვას, 10 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიციის მოზიდვას და 30,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.

დღის ამბები