10 აგვისტო 2026,   21:01
ვრცლად
"ეს პროექტი იქნება დასაქმების დიდი ხელშემწყობი - შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი" - მარიამ ქვრივიშვილი Eagle Hills-ის გახსნაზე

თბილისში იგლ-ჰილსის საქართველოს ოფისი გაიხსნა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ EMAAR-ჯგუფის დამფუძნებელთან ერთად გახსნა. არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული ჯგუფის, EMAAR-ის შვილობილი კომპანია იგლ-ჰილსის საქართველოში 6 600 000 000 ამერიკული დოლარის მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს პროექტი დასაქმების დიდი ხელშემწყობი იქნება იქნება.

"ეს პროექტი იქნება დასაქმების დიდი ხელშემწყობი. შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. ეს იქნება ორი ახალი დანიშნულების ადგილი თბილისში და ასევე, ბათუმთან ახლოს - გონიოში, რომელიც შეცვლის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას. ეს გააერთიანებს საცხოვრებელ სივრცეებს, განთავსების ობიექტებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ქუჩებს და სხვა, ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან ახალ დანამატს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ბათუმის პროექტში მოეწყობა იახტების ნავმისადგომი.

ჩვენმა ქვეყანამა ძალიან რთული გზა გამოიარა, იყო საკმაოდ რთული და კომპლექსური გამოწვევები, მათ შორის, კოვიდპანდემიის შემდგომ, ასევე რეგიონში ომი, თუმცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ ანახა ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრე და მედეგობა, ისევე როგორც სიცოცხლისუნარიანობა. ის ძალიან სწორი, ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ საქართველო ლიდერია რეგიონში, ისევე როგორც ევროპის რეგიონში ეკონომიკური ზრდის კუთხით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები