10 აგვისტო 2026,   10:37
ვრცლად
"უნდა განვითარდეს ის პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ფინანსური სერვისების კიდევ უფრო განვითარებას" - ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

22-23 ოქტომბერს თბილისში ფინანსური სამიტი გაიმართება. სამიტი "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიების მთავარი მიზანია რეგიონში ფინანსური ეკოსისტემის გაძლიერება და განვითარება.

სამიტის შესახებ ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ედილაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "შუადღე" ისაუბრა.

"ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამ ღონისძიების მოსამზადებლად. ეს იყო თანამშრომლობა სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან. თქვენთვის ცნობილია, რომ შუა დერეფნის ქვეყნების დაკავშირებისთვის უკვე საკმაოდ დიდი ნაბიჯებია გადადგმული ფიზიკური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად - მათ შორის: გზები, პორტები და ა.შ. მაგრამ ვხედავთ, რომ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი ტრანსსასაზღვრო ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით.

მეტი ინტეგრაცია სწორედ იმას გულისხმობს, რომ ამ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან ერთად უნდა განვითარდეს ისეთი პროექტები, რაც შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ფინანსური სერვისების კიდევ უფრო განვითარებას და ეს სერვისები იქნება ხელშემწყობი რეალური ეკონომიკის სხვა სექტორების განსავითარებლად," - განაცხადა გიორგი ედილაშვილმა.

დღის ამბები