19 ივნისი 2026,   11:17
ვრცლად
არასრულწლოვანებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის გამარტივება, იდენტობა და თვითგამოხატვა - ევროკომისიის მიერ შემუშავებული ლგბტქ+ სტრატეგია უკვე მზადაა

ლგბტქ+ პროპაგანდა, რომელიც ევროპაში ისედაც ძლიერი იყო, კიდევ უფრო მყარდება. 2026-30 წლების ახალი სტრატეგია უკვე მზადაა და ის არასრულწლოვანებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს. დოკუმენტის თანახმად, გაუქმებულია სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვები და, გენდერის არჩევისას, აღარც სამედიცინო შეფასებაა საჭირო. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სტრატეგიით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ აქვს, სქესს თავად აირჩევს.

ევროკომისრების განმარტებით, სტრატეგიის მიზანი, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით, ლგბტქ+ უმცირესობების ხმის ამაღლების ხელშეწყობაა.

ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ლგბტქ+ თანასწორობის 2026-2030 წლის სტრატეგიას არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა, ევროკავშირმა დაფინანსების შეწყვეტით დასაჯოს.

ევროკომისიის მიერ შემუშავებულ ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია მავნებლობად ფასდება საქართველოში. დოკუმენტის სამივე ძირითადი მიმართულება კი, რომელიც ლგბტქ+ თემის გაძლიერებას, ამ საკითხებში საზოგადოების ჩართვის გაზრდასა და არასრულწლოვანისთვის სქესის არჩევის შესაძლებლობას იძლევა, მმართველი გუნდისთვის შემაშფოთებელი და პრინციპულად მიუღებელია.

რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას, თუ ევროკავშირი ლგბტქ+ თემის პროპაგანდას წევრი სახელმწიფოების მსგავსად, კანდიდატ ქვეყნებსაც მოსთხოვს - "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ლგბტქ+ პროპაგანდისგან დამცავი მექანიზმები საკანონმდებლო დონეზე საქართველოს უკვე აქვს.

სწორედ ლგბტქ+ პროპაგანდის მიმართულებით არსებული საფრთხეების პრევენციისთვის მიიღო პარლამენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ კანონი.

ევროკავშირში არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს მიზანმიმართული, ევროპისთვის გარედან თავსმოხვეული პროცესია. მთავრობის მეთაური საზოგადოებას ჰპირდება, რომ ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად ხელისუფლება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ევროპაში არსებულ საფრთხეებზე გაერთიანების წევრი ქვეყნების ნაწილი უკვე დიდი ხანია საუბრობს. განსხვავებული აზრის მქონე სახელმწიფოები ევროკავშირისგან პასუხად დაფინანსების შეწყვეტის მუქარას უკვე თვეებია იღებენ. სანამ ევროპა თვითგამორკვევის პროცესშია, კავშირის წევრ სახელმწიფოებში ლგბტქ+ თემები ახალ პრაიდებს გეგმავენ.

დღის ამბები