სახალხო დღესასწაული თერჯოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებების ფონზე მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში, თერჯოლის ცენტრალურ ნაწილში მოეწყო ეთნო კუთხეები, სადაც მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი საკუთარი სოფლის პრეზენტაციას მართავს.
"თერჯოლობისთვის დაგეგმილი აქტივობები ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი. დღესასწაულის ფარგლებში, თერჯოლის ქუჩებში ცხენოსნებითა და ფაიტონით, მეარღნის თანხლებით საზეიმო მსვლელობა მოეწყო. ამფითეატრის სცენაზე კონცერტი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ჯგუფები და შემსრულებლები ენაცვლებოდნენ.
"თერჯოლობა 2025" თერჯოლის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებითა და ჯგუფ "ურსას" კონცერტით დასრულდება.