19 ივნისი 2026,   11:02
ვრცლად
"ჰამასმა" ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა

"ჰამასმა" ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ მისი ვინაობა არ გაამჟღავნა, რის გამოც ის თელ-ავივში სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მძევლის ცხედარია, "ჰამასს“ 18 დაღუპული მძევალი დარჩება გადასაცემი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელი ერთგულია "ჰამასთან" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და გეგმის საკუთარ ნაწილს უპირობოდ შეასრულებს.

დღის ამბები