პატარა ალექსანდრეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვის დედა საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს და წერს, რომ საჭიროა, ჩატარდეს დამატებითი სიღრმისეული კვლევები, ოჯახს კი ხარჯების დაფარვის საშუალება აღარ აქვს.
"ალექსანდრეს სიცოცხლისთვის ბრძოლა გრძელდება!
მეგობრებო, გთხოვთ პატარა ანგელოზისთვის წამით შეაჩეროთ ყურადღება.
ჩემს შვილს, ალექსანდრეს, კვლავ ესაჭიროება მნიშვნელოვანი კვლევები და, სამწუხაროდ, მდგომარეობა მოითხოვს, რომ დამატებით ჩატარდეს სიღრმისეული კვლევები…
თითოეული დღე მნიშვნელოვანია და, სამწუხაროდ, ხარჯები იმდენად მაღალია, რომ ოჯახისთვის მათი დაფარვა აღარ არის შესაძლებელი.
ვემუდარები ყველას, ვისაც შეუძლია, თუნდაც მცირედი დახმარება — თქვენი თითოეული ლარი, გაზიარება და კეთილი სიტყვა ალექსანდრესთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.
დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
თიბისი
#GE56TB7061245064300046
საქართველოს ბანკი
#GE27BG0000000142717200
მიმღები დედა: მეგი ხასაია
გთხოვთ, არ დაიზაროთ გაზიარება — შეიძლება სწორედ თქვენი გაზიარება გახდეს მიზეზი, რომ ალექსანდრე დროულად მიიღოს საჭირო კვლევები და მკურნალობა.
ღმერთმა დაგლოცოთ და სიკეთე ათმაგად დაგიბრუნოთ ყველას, ვინც გვერდში გვიდგებით", - წერს ბავშვის დედა.